აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქულ სამოქალაქო გემზე - Sukru Okan-ზე რუსეთის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები შეაფასა და „მიუღებელი ესკალაცია“ უწოდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შავ ზღვაში, იზმაილის პორტში მიმავალ თურქულ სამოქალაქო გემზე - Sukru Okan-ზე რუსეთის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის „მიუღებელი ესკალაცია“.

უწყების წარმომადგენლის, ვედანტ პატელის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ოფიციალური მოსკოვის პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მარცვლეული არ ხვდება იმ ადგილებში, სადაც საჭიროა.

„ჩვენ ვადევნებთ თვალს შექმნილ სიტუაციას და ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას“, - განაცხადა პატელმა.

შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, 13 აგვისტოს რუსეთის ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა პალაუს დროშით მცურავ თურქულ გემს Sukru Okan-ს, რომელიც იზმაილის პორტში მიდიოდა, შემდეგ კი რუსმა სამხედროებმა გემი გააჩერეს და დაათვალიერეს.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025