სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად PayBox-მა ტერმინალებში საქველმოქმედო ანგარიში დაამატა

PayBox-მა სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებში, ქველმოქმედების მიზნით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიში დაამატა, რომელიც რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად შეიქმნა.

მოგეხსენებათ, 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში, მთის მასივი დაიმეწყრა, რომელიც ღვარცოფის სახით ხეობაში ჩამოწვა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო, გააქტიურდა სამაშველო სამსახურიც. მოხერხდა მოსახლეობის საშიში ზონიდან ევაკუაცია თუმცა, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი.

"პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. გამუდმებით ვადევნებთ თვალს შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და გვსურს მცირედი წვლილი შევიტანოთ დაზარალებულთა დასახმარებლად.“ – აცხადებენ კომპანიაში.

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების საშუალებით, უკვე შეგიძლიათ მარტივად ჩაერთოთ ქველმოქმედებაში. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშზე თანხის შეტანა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, 10 000-მდე წერტილიდან არის შესაძლებელი; მთელი საქართველოს მასშტაბით - ნებისმიერი რეგიონიდან, სოფლიდან თუ ქალაქიდან ახლა უკვე შეგიძლიათ, PayBox-ის მეშვეობით თქვენი წვლილი შეიტანოთ დაზარალებულთა დასახმარებლად.

შემოსული თანხა, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი შეფერხების გარეშე, სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულებს და მათ ოჯახებს.

საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის ერთსულოვანია მსგავსი სახის სტიქიური უბედურებისა თუ ძლიერი გასაჭირის დროს. შოვის ტრაგედია სრულიად საქართველოს მოსახლეობის ტრაგედიაა.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო