ოლექსი დანილოვი - როდესაც ვინმე, სადმე თბილ სავარძელში მჯდომი იწყებს ჩვენთვის რჩევის მოცემას, მინდა აღვნიშნო, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ტესტები არცერთ ქვეყანას არ გაუვლია

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს, შემოგდებულ თემას უწოდებს.

„როდესაც ვინმე, სადმე, ვთქვათ, ევროკავშირში ან სხვა ინსტიტუტებში თბილ სავარძელში მჯდომი იწყებს ჩვენთვის რჩევის მოცემას, მინდა აღვნიშნო, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ტესტები არცერთ ქვეყანას არ გაუვლია", - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 საათის განმავლობაში ცდილობს საკუთარი ტერიტორიის მტრისგან გათავისუფლებას.

"უცნაურია ამ თემის ასეთი შემოდგება, სრულიად გაუგებარია, რატომ გააკეთეს ეს, იმისათვის, რომ ჩვენი ნერვები შეამოწმონ? არ არის საჭირო, კარგ მდგომარეობაში ვართ 2022 წლის 24 თებერვლიდან", - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

დანილოვის კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის კომენტარს მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის იყოს გზა მშვიდობის მისაღწევად და ნატო-ში გასაწევრიანებლად.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა