რუსეთის თავდაცვის უწყება - რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კალუგის ოლქში უკრაინული დრონები გაანადგურეს

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის კალუგის ოლქის თავზე სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 05:00 საათზე, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა კალუგის ოლქზე სამი უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, "თავდასხმის მცდელობას" ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს