სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა

დღეს, სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა, - ინფორმაციას უკრაინის აღდგენის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს ოდესის პორტიდან კონტეინერმზიდი JOSEPH SCHULTE (ჰონკონგი) გავიდა და ის სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნით გადაადგილდება", - ნათქვამია განცხადებაში.

დროებითი დერეფანი იმ გემებისთვის გამოიყენება, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით, 2023 წლის 8 აგვისტოდან ამოქმედდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა