მთიანი ყარაბაღის აქტივისტებმა რუსი სამშვიდობოების ბაზასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს

მთიანი ყარაბაღის აქტივისტებმა რუსი სამშვიდობოების ბაზასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს

მთიანი ყარაბაღის აქტივისტებმა რუსი სამშვიდობოების ბაზასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. ინფორმაციას „კავკაზსკი უზელი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები რუს სამშვიდობოებს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩატარების უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის დისლოკაციის ადგილზე არსებული გზა ორივე მიმართულებით გადაკეტილია.