სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის სოფიო გრაკალიშვილის განცხადებით, კომპანია კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლის ინფორმირებას, რადგან მათი სლოგანია „ხვალინდელი დღე საიმედო ხელში“.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

„ჩვენი ამოსავალი წერტილი მომხმარებელზე განუხრელი ზრუნვაა, რაც კომპანიის ძლიერი მხარეა. გაყიდვების მენეჯერები ყოველთვის მზად არიან დაზღვევის ყველა მნიშვნელოვანი პირობა მომხმარებელს დეტალურად განუმარტონ, რომ ობიექტური და თავისუფალი გახადონ დამზღვევის არჩევანი. ყველა შემთხვევაში, ძირითადი მიდგომა გამჭვირვალობაა, შესაბამისად, მოსარგებლეს მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდება. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა შეკითხვაზე სრული და ამომწურავი პასუხი გავცეთ.

2020 წლამდე კომპანია ორიენტირებული იყო კორპორატიულ სეგმენტზე. ამ სეგმენტის სადაზღვევო პოლისების მოქნილობამ და მრავალფეროვანმა ბენეფიტმა, საცალო ბაზარზე თავისთავად გააჩინა მოთხოვნა. მომხმარებელთან გულწრფელმა და კეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა“,- განაცხადა სოფიო გრაკალიშვილმა.

მისივე განმარტებით, დაზღვევის საკითხებზე არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, თუმცა ერთადერთი უალტერნატივო გზაა, მოქალაქეებმა მეტი დრო დაუთმონ და ხელშეკრულებაში არსებული პირობები დეტალურად გაიგონ.

„უნდა შეადაროთ რამდენიმე კომპანია გულისხმიერების, კეთილსინდისიერების კომპონენტებზე დაყრდნობით და არაფრისმთქმელი პოზიორობის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ამ მხრივაც განსაკუთრებულ სერვისს გთავაზობთ. ჩვენი გაყიდვების მენეჯერები ამ მიმართულებით სრულად არიან მომზადებულები და მზად არიან, დაინტერესებულ პირთან ერთად დეტალურად განიხილონ ჩვენი დაზღვევის უპირატესობები. მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა სოფიო გრაკალიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო