ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) წარმომადგენლობის განცხადებით, ბათუმის კლინიკა „მედინაში“ აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის წარმომადგენლობის განცხადებით, კლინიკა „მედინამ“ აკრედიტაციის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სექტემბრიდან კლინიკაში წინასწარ აუდიტის ჩატარება იგეგმება. ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კლინიკების აკრედიტაციის პირველი ეტაპი კლინიკების წინასწარ შეფასებას ითვალისწინებს, რაც კლინიკებს დაეხმარება, რომ აკრედიტაციისთვის მათი მზაობის დონე შეაფასონ.

„ამ მიზნით, კლინიკის მენეჯმენტს უშუალოდ AACI ის ექსპერტების მიერ სპეციალური ტრეინინგებიც ჩაუტარდება, რათა მათ წარმატებით გაართვან თავი აკრედიტაციის პროცესს. კლინიკები მიიღებენ AACI სტანდარტებს ქართულ ენაზე. აკრედიტაციის სტანდარტი არ ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რადგან საქართველოს სახელმწიფო რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება საკმარისია AACI აკრედიტაციის ინფრასტრუქტურული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მთავარია, კლინიკებმა კლინიკური და ზოგადი მენეჯმენტის ნაწილში სტანდარტების მოთხოვნები დააკმაყოფილონ. აკრედიტაცია სამ წლიანია და შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

AACI ის აკრედიტაციის პროგრამის წინასწარი შეფასების კომპონენტი საშუალებას მისცემს კლინიკებს, სრულად გაიაზრონ და დაგეგმონ ძირითადი შეფასების პროცესი, რაც პრაქტიკულად, არ ტოვებს სივრცეს დამატებითი კონსულტაციისთვის. თავად პროცესში ხდება მენეჯმენტის ყველა რგოლთან გასაუბრება და პრაქტიკულ მაგალითებზე მითითება. კლინიკებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების გაფორმების პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან აკრედიტაციის პროცესი საშუალოდ 12-18 თვე გრძელდება და თუ სექტემბერში არ მოხდა აკრედიტაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, კლინიკებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვადაში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო