ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია

ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ლი შანფუ ეწვია.

ინფორმაციას სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ბელარუსის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას შეხვდება, სადაც ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლი შანფუ ბელარუსში არსებულ რამდენიმე სამხედრო ობიექტს ეწვევა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის