16-27 აგვისტოს ლიეტუვაში ფართომასშტაბიანი საველე-ტაქტიკური წვრთნები ჩატარდება

16-27 აგვისტოს, ლიეტუვაში, ფართომასშტაბიანი საველე-ტაქტიკური წვრთნები „მძვინვარე მგელი“ ჩატარდება.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის ცნობით, წვრთნების ადგილი იონავას, კაუნასის და პრიენაიას რაინები იქნება.

„წვრთნებში პროფესიონალი სამხედროები, წვევამდელები, თავდაცვის სისტემაში ინტეგრირებულის მოხალისეთა გასამხედროებული სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს ტაქტიკური მარშის, დაზვერვის სხვადასხვა სახეობებს, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის წარმოების და სხვა თავდაცვით ამოცანებს შეასწავლიან.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა