ნატო-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ გამორიცხა, ბოდიში მოიხადა

ნატო-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ გამორიცხა, ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა გამოცემა VG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ამის შესახებ ჩემი განცხადება უკრაინაში სამომავლო სცენარების შესახებ უფრო ფართო დისკუსიის ნაწილი იყო, და ასე არ უნდა მეთქვა. ეს შეცდომა იყო”, - განაცხადა სტიან იენსენმა.

მან აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი უკრაინის დახმარებაა, რომლის შეიარაღებული ძალებიც კონტრშეტევას აწარმოებენ.

“ბევრმა აღნიშნა, რომ ეს უფრო ნელა ხდება, ვიდრე მათ სურდათ. ამისდა მიუხედავად, ამისთვის ცოტა ოპტიმიზმის დამატება მსურს, როგორც დებატებისას ვთქვი. უნდა გვახსოვდეს, რომ ომის დასაწყისში იმაზე იყო ნერვიულობა, რომ უკრაინა კვირებისა და დღეების განმავლობაში შეიძლება ჩამოიშალოს”, - განაცხადა იენსენმა.

მისი თქმით, ახლა საკითხი იმაშია, თუ რამდენი ტერიტორიის დაბრუნებას მოახერხებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები.

“ეს [უკრაინის ჩამოშლა] საერთოდ არ მოხდა. მათ უფრო დიდ ძალასთან გმირული ბრძოლა აჩვენეს. ახლა საკითხი იმაშია, რამდენი ტერიტორიის დაბრუნება შეუძლია უკრაინას”, - განაცხად იენსენმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო