კაბო-ვერდეს სანაპიროსთან, სავარაუდოდ, 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

დასავლეთ აფრიკაში, კაბო-ვერდეს სანაპიროსთან მიგრანტების ნავი იპოვეს და ვარაუდობენ, რომ დაღუპულია 60-ზე მეტი მიგრანტი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, გადაარჩინეს. გემზე მყოფი თითქმის ყველა ადამიანი, რომელიც ზღვაზე ერთ თვეზე დიდხანს იმყოფებოდა, სავარაუდოდ, სენეგალიდან იყო.

ნავი ესპანურმა თევზსაჭერმა გემმა აღმოაჩინა. სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემმა ქვეყანა 10 ივლისს დატოვა და ბორტზე 101 მგზავრი იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, გადარჩენილთა რეპატრიაციისთვის კაბო-ვერდეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს.კაბო-ვერდე დასავლეთ აფრიკის სანაპიროდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს და მას მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოსახვედრ გზად ხშირად იყენებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა