ფრანკფურტის აეროპორტში წყალდიდობის გამო ავიარეისები გაუქმდა

გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო ათობით ავიარეისი გაუქმდა, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყალი დაგროვდა, რის გამოც, მგზავრები დაშვებული თვითმფრინავებიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ფრანკფურტის აეროპორტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უამინდობის გამო 70-მდე ფრენა გაუქმდა. აეროპორტის ადმინისტრაციის პირველადი შეფასებით, ათასზე მეტი მგზავრი დაზარალდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა