ზაპოროჟიეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 16 მლნ დოლარის ღირებულების რუსული ვერტმფრენი Ка-52, ე. წ. ალიგატორი, ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალების პრესსამსახურის ცნობით, ვერტმფრენი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით იყო განადგურებული.
„ეს უკვე მე-8 Ка-52-ია, რომლის განადგურება ჩვენმა სამხედროებმა შეძლეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში 480 რუსი სამხედრო იქნა განადგურებული და რუსეთის არმიის დანაკარგები უკვე 256 050 ათას ადამიანს შეადგენს.
ასევე ომის დაწყვებიდან განადგურებულია 315 თვითმფრინავი, 314 ვერტმფრენი, 18 ხომალდი/კატარღა და 773 ტექნიკის ერთეული.