The Guardian - შვეიცარიაში ავარიის გამო მსოფლიოში ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბი რამდენიმე თვით იხურება

შვეიცარიაში ავარიის გამო მსოფლიოში ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბი რამდენიმე თვით იხურება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ავარიის შედეგების გამო, შვეიცარია რამდენიმე თვით მნიშვნელოვან სარკინიგზო გვირაბს „გოტარდს“ კეტავს, რომლის სიგრძე 57 კმ-ს შეადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გვირაბში სატვირთო მატარებლის ავარია მოხდა, რომლის შედეგად ლიანდაგიდან 16 ვაგონი გადავიდა და გვირაბში გაიჭედა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გვირაბი სატვირთო გადაზიდვებისთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს, კერძოდ გერმანიასთან და იტალიასთან. 2022 წლის მონაცემებით, ევროპაში სატვირთო გადაზიდვების ორი მესამედი „გოტარდზე“ მოდიოდა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება