ლაშა ფარულავა - სარჩელი მოვამზადეთ, მთავრობას რიკოთზე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ

სარჩელი მოვამზადეთ, მთავრობას პასუხი უნდა მოვთხოვოთ რიკოთზე ჩადენილ დანაშაულებზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ რიკოთზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოითხოვენ, რომ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ქარსელაძის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ.

„საქართველოს მთავრობის კორუფციული ინტერესებით შერჩეულმა ჩინურმა კომპანიებმა ადგილობრივებს საცხოვრებელი დაუნგრიეს. მათი სახლების ქვეშ გაიყვანეს გვირაბები, ნგრევის საფრთხეა. დღეს აქ შეკრებილი ადამიანები მოითხოვენ გამოძიების დაწყებას ამ კორუფციასა და გულგრილობაზე.

საქართველოს მთავრობას, ირაკლი ქარსელაძეს და ჩინურ კომპანიას უნდა მოვთხოვოთ პასუხი ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე ჩაიდინეს. ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი.

ვითხოვთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ქარსელაძის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ.

ჩვენ მოვამზადეთ საჩივარი და მოვაწერთ ხელს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვისაც კონკრეტული საფრთხე აქვს. ამას სჭირდება დროული რეაგირება ხელისუფლებისგან. ყველა კარგად უნდა ხედავდეს, რა საფრთხის შემცველია ის სამუშაოები, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს. გენერალურ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ, თუმცა იმედი არ გვაქვს, რომ ისინი რამეს გამოიძიებენ", - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო