ალექსანდრე კრევო ასათიანი - ირაკლი კობახიძის პირველი განცხადება იყო მცდელობა საზოგადოება ორ ნაწილად გაეყო, მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომაც მოუწია სიტყვების უკან წაღება

ირაკლი კობახიძის პირველი განცხადება იყო მცდელობა საზოგადოება ორ ნაწილად გაეყო - გაბრაზებული ხალხი და ზიზღით სავსე მოსახლეობა, მაგრამ არ გამოუვიდა და პირიქით, უფრო მეტი ერთიანობა გაბრაზებული ხალხისგან მიიღო, ამიტომაც სიტყვების უკან წაღება მოუწია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს რეალურად ბოდიში შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებისთვის არ მოუხდია.

ირაკლი კობახიძის პირველი განცხადება იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ორ ბანაკად გაეყო - ერთ მხარეს უნდა ყოფილიყო გაბრაზებული ხალხი და მეორე მხარეს უნდა ყოფილიყო ზიზღით სავსე მოსახლეობა, მაგრამ არ გამოუვიდა, არ გაუმართლა და ერთადერთი შედეგი მისი განცხადების სრულიად გაბრაზება იყო და ასევე, გაერთიანება მსხვერპლების, სოლიდარობის წინაშე. ამიტომაც სოციოლოგიური კვლევები ჩაატარეს და კობახიძემ კარგად ნახა, რომ საჭირო იყო ვითომ ბოდიშის მოხდა, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ ბოდიშიც არ უთქვამს, სიტყვა ბოდიში არ უთქვამს და უბრალოდ რაღაცა ფრაზა თქვა იმიტომ, რომ დაინახა კარგად, მის მიმართ ხალხი ძალიან გაბრაზებული იყო“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო