იენს სტოლტენბერგი - მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები - ნატო-ს პოლიტიკა უცვლელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას

უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება სწორი პირობები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის რუსეთის შეჭრის შემდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„უკრაინელების და მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის არის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი პირობები და ვის შეუძლია, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტოს, რა არის მისაღები გამოსავალი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადება მოჰყვა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.

„მისი (იენსენის) გზავნილი, რომელიც არის ჩემი მთავარი გზავნილი და რომელიც არის ნატოს მთავარი გზავნილი, არის, პირველ რიგში, რომ ნატო-ს პოლიტიკა უცვლელია - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს