უკრაინაში ევროკავშირის ელჩი - უკრაინამ ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპებში უკვე ბევრი ევროპული რეკორდი მოხსნა

ევროკავშირში ინტეგრაციის სიჩქარის მხრივ უკრაინამ უკვე ბევრი ევროპული რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა მატი მაასიკასმა განაცხადა.

კითხვაზე პასუხისას, თუ როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი, მაასიკასმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არავის არ შეუძლია “რომელიმე ზუსტი თარიღის” დასახელება.

“რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპები მეტწილად კანდიდატ ქვეყანაზე ან მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული. როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება, საგზაო რუკა ძალიან მკაფიო იქნება. საჭიროა ევროკავშირის კანონმდებლობის, ევროკავშირის ნორმების მიღება... და მაშინ მზად ხართ. უკრაინამ ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპებში უკვე ბევრი ევროპული რეკორდი მოხსნა. და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრის მოხსნას შეძლებთ”, - განაცხადა მაასიკასმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო