უკრაინა კონტრშეტევასთან დაკავშირებით დასავლეთის ზეწოლას არ გრძნობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, იმყოფება თუ არა უკრაინა დასავლელი მოკავშირეების ზეწოლის ქვეშ, რომლებმაც მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება მიაწოდეს, რათა სწრაფ წარმატებებს მიაღწიოს ფრონტზე, კულებამ განაცხადა, რომ კიევი “ამას არ გრძნობს.”
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ არსებობს “საჯარო სივრცეში კომენტატორებისა და ექსპერტების ხმების ზრდა”, რომლებიც კონტრშეტევის დროს უკრაინის წარმატების ტემპებს განიხილავენ.
“მარტივია საუბარი, რომ გსურთ, რომ ყველაფერი უფრო სწრაფად იყოს, როდესაც იქ არ ხართ…
ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, გამარჯვება ჩვენი ტერიტორიების 1991 წლის საზღვრებში გათავისუფლების სახით. და ჩვენთვის სულ ერთია, რამდენ დროს დაიკავებს ეს. სანამ უკრაინელი ერი იზიარებს ამ მიზანს, უკრაინული მთავრობა გვერდიგვერდ ივლის საკუთარ ხალხთან.
სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ სანამ არ გავიმარჯვეთ, მეტი გვჭირდება, წინ უნდა წავიდეთ, ვინაიდან ომი - ეს რეალობაა, და ამ რეალობაში უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა არ არის”, - განაცხადა კულებამ.