ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა, იარაღის მწარმოებლების მონაწილეობით, თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმს გამართავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შემოდგომაზე, უკრაინელი და უცხოელი იარაღის მწარმოებლების მონაწილეობით, თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გამართვას გეგმავს.

მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან რამდენიმე არსებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს.

"ვისაუბრეთ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე. ამ ღონისძიებას შემოდგომისთვის ვგეგმავთ. მსგავსი მასშტაბური ღონისძიება სახელმწიფო დონეზე პირველად გაიმართება, უკრაინელი და უცხოური იარაღის მწარმოებლების მონაწილეობით. ჩვენი ძალა, ჩვენი პარტნიორების ძალა. მთელი მსოფლიო, რომელიც დაინტერესებულია საერთაშორისო კანონმდებლობასა და კაცობრიობას ჰქონდეს არსენალი ყოველგვარი ტერორისგან დაცვისთვის, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ფორუმზე დაგეგმილია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიღწევების დაფიქსირება და იმის დემონსტრირება, რაც ქვეყანამ უკვე იცის. ასევე ფორუმზე დაგეგმილია იმის განხილვა, რისი დამატება შეუძლია უკრაინას საკუთრი შესაძლებლობებისთბის. კერძოდ, უკრაინაში ახალი საწარმოო ობიექტების შექმნის გზით.

"ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივცეთ ახალი იმპულსი უსაფრთხოებას მსოფლიოში ყველასთვის, ვინც ჩვენსავით აფასებს თავის სახელმწიფოებრიობას და თავისუფლებას. ერებს აქვთ დაცვის უფლება. ერთად ვაშენებთ თავისუფალი სამყაროს არსენალს,“- განაცხადა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს