ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარზე წვრთნებს გამართავს

ლიეტუველი მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები პოტენციური საფრთხეებისთვის მოსამზადებლად 27 აგვისტოს ბელარუსთან საზღვარზე ერთობლივ წვრთნებს გეგმავენ, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, აგნე ბილოტაიტზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„იგეგმება წვრთნების ჩატარება (27 აგვისტოს) შეიარაღებულ ძალებთან ერთად რამდენიმე სცენარის შესამოწმებლად.მისი განმარტებით, პირველი სცენარი ეხება მიგრაციას, რამდენიმე გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში, ხოლო მეორე -საზღვარზე შექმნილი ჰიბრიდული სამხედრო საფრთხის მიმართ რეაგირებას.

ასევე განიხილება წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად მესაზღვრეების და სხვა ოფიცრების მოწვევის შესაძლებლობა ესტონეთიდან, ლატვიიდან და პოლონეთიდან.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორი დროებით დახურა. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები საზღვარზე არსებული ვითარებით მას შემდეგ შეშფოთდნენ, რაც გასულ თვეში, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ასობით დაქირავებული მებრძოლი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით ქვეყანაში ჩავიდა. გარდა ამისა, გააქტიურდა ბელარუსის უშიშროების ძალების დახმარებით არალეგალური მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობები.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო