რომან გოცირიძე - გაბედოს „ქართულმა ოცნებამ“ და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს, პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც შოვში სტიქიას ემსხვერპლა

გაბედოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს - პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი ხალხისა და იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც სტიქიის შედეგად დაიხოცა! - ასეთია პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის პოზიცია.

გოცირიძის თქმით, იმ ფონზე როცა ასეულობით მილიონი ლარი მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, ავტომობილებსა და „სულელურ პროგრამებზე“ იხარჯება, წარმოუდგენელია, რომ ვერეს ხეობის სტიქიის შემდეგ, კვლავ სამაშველო ვერტმფრენის შეძენაზე მიდის საუბარი.

როგორც გოცირიძე აცხადებს, ქვეყანაში სპეციალური გამაფრთხილებელი სისტემების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სტიქია თავიდან ვერ აგვეცილებინა, მაგრამ მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ღვარცოფების მოვარდნის შედეგად 170-მდე ადამიანია დაღუპული.

„გამოსაყენებელია ყველა მექანიზმი, რასაც პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს ადგილი - იქნება მინისტრის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დაბარება თუ კომიტეტზე დაბარება, სადაც არ მოდიან რადგან საკომიტეტო მოსმენა უფრო მწვავე შეიძლება იყოს და ეშინიათ. თუკი უმრავლესობა საკითხს ჩააგდებს, ის იქნება პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რაც შოვთან დაკავშირებით იკვეთება. პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციას, როცა აპირებენ ხელი შეუშალონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. იქ, სადაც კომისიის შექმნა არ უნდათ, ავლენენ იმას, რომ პირდაპირ მათი დანაშაული იკვეთება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო