მტკიცედ ვეთანხმები ჩემს მეგობარს და კოლეგას, ანა ფოტიგას. ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, საჭირო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
"არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა განაგრძოს", - აცხადებს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებით, დამოუკიდებელი ექიმების ბოლო ვიზიტმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. დიდად სამწუხაროა, ასეთი დასკვნების მოსმენა. "კიდევ ერთხელ ვამბობ: არსებობს ბევრი მიზეზი და გზა ამ მდგომარეობის შესაცვლელად, სანამ ძალიან გვიანი არ არის, მათ შორის ისეთები, რომლებიც ჰუმანიტარულ საფუძვლებს ეყრდნობა”, - აღნიშნა ფოტიგამ.