სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებას“ გამოძიების ეშინია, კითხვების დასმაც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას

„ქართულ ოცნებას“ გამოძიების ეშინია, კითხვების დასმაც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი ობიექტურად დადგინდეს, ერთადერთი ბერკეტი არის საპარლამენტო მექანიზმი.

„არც შოთაძის პროკურატურა, არც გომელაურის შსს არ გამოიძიებს არც პრემიერ-მინისტრის, არც სხვა რომელიმე მინისტრის, არც მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხებს შოვის ტრაგედიასთან მიმართებით. ერთადერთი საგამოძიებო, ობიექტური და ყოვლისმომცველი მექანიზმი არის საპარლამენტო მექანიზმი. „ქართულ ოცნებას“ გამოძიების ეშინია. კითხვების დასმაც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას, როგორიც არის, რატომ არ იქნა შეტყობინების სისტემები 11 წლის განმავლობაში დანერგილი? ასევე, ტექნიკა- ვერტმფრენები და დრონები დროულად შეძენილი? ტრაგედიის მოხდენიდან ყველზე კრიტიკულ საათებში რატომ არ მოხდა სწრაფი რეაგირება. რატომ არ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო? სად იყო პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი თითქმის ერთი დღის განმავლობაში? პირველ ღამეს რატომ შეჩერდა სამაშველო ღონისძიებები და ასე შემდეგ. სულ მცირე, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო