ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ პილოტების წვრთნის შემდეგ მზად იქნება უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს

აშშ მზად იქნება პილოტების წვრთნის შემდეგ უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მისი ევროპელი კოლეგებისადმი წერილში ჩვენ ფორმულირება მოვახდინეთ, რომ აშშ პილოტების წვრთნის დასრულების შემდეგ, კონგრესთან კონსულტაციების გავლით, მზად იქნება მესამე ქვეყნებიდან უკრაინას F-16 ავიაგამანადგურებლების გადაცემა დაამტკიცოს”, - განაცხადა სალივანმა.

უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემა დანიიდან და ნიდერლანდებიდან მოხდება.

ცნობისთვის, აქამდე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლიოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დანიამ აშშ-სგან უფლება მიიღო უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემაზე უკრაინელი პილოტების წვრთნის დასრულების შემდეგ. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოპკე ჰუკსტრა ასევე მიესალმა აშშ-ის გადაწყვეტილებას.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა