ჯო ბაიდენი - რუსეთმა ომი უკვე წააგო

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის არგუმენტაცია უკრაინაში შეჭრის შესახებ „სასაცილოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია.

CNN-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება ჯო ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„რუსეთმა უკვე წააგო. რუსულ აგრესიაზე რეაქციის არარსებობა ჩინეთისთვის ტაივანის მიმართებაში სიგნალიც გახდებოდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, არაფერი, რომ არ გაგვეკეთებინა?“ - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ ევროპული პრობლემა არ არის, ასეთი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში არ ყოფილა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა