თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი ხვალ უნგრეთს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან უკრაინაში ომის საკითხს განიხილავს.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ორმხრივი ურთიერთობების გარდა, თურქეთისა და უნგრეთის საერთო ინტერესებზე რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენა იქნება განხილული“. - ნათქვამია განცხადებაში.
თურქული და უნგრული მხარე ასევე ნატო-ს გაფართოების პოლიტიკაზე და ევროკავშირთან ურთიერთობებზე იმსჯელებს, რაც ალიანსში შვედეთის გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული.
"განსაზღვრული იქნება საგზაო რუკაც, რომელიც საჭიროა შავ ზღვაში არსებული დაძაბულობის მოხსნისთვის ", – ნათქვამია განცხადებაში.