ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს

უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა, ინჟინრებმა და ტექნიკურმა პერსონალმა თვითმფრინავების ასათვისებლად წვრთნა უკვე დაიწყეს და ასევე ინგლისური ენის ცოდნას იმაღლებენ.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დანია და ნიდერლანდები ასევე დაკავებული არიან ამ საკითხით.

„მომზადების ეს პერიოდი იმაზე დაიხარჯება, რომ გავაგრძელოთ პროექტი იმის გასაგებად, თუ პირდაპირ როდის მივიღებთ თვითმფრინავებს. და ასევე რაც მთავარია - რამდენს,” - განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, თვითმფრინავების გადაცემაზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თქმა, როდესაც ინსტრუქტორები უკრაინელი პილოტებისა და მომსახურე პერსონალის მიღებულ უნარებს დაადასტურებენ.

რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს.

„გამართლებული მოლოდინები რომ გვქონდეს - მინიმუმ 6 თვე. მაგრამ გული არ დაგწყდეთ, თუ მეტი იქნება,” - აღნიშნა მინისტრმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის