გუბერნატორი - კურსკში რკინიგზის სადგურზე უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა, დაშავებულია 5 ადამიანი

რუსეთის კურსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე უკრაინული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე რომან სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

"უკრაინული დრონით კურსკში თავდასხმა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა", - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

მისი თქმით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფება. მომხდარის დეტალები ზუსტდება.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს