უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები ახლად გათავისუფლებული უროჟაინოეს აღებას შეეცადნენ

რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, შეტევის რამდენიმე მცდელობა განახორციელეს, ისინი ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტთან, მარინკასთან და ახლახან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს მიდამოებში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსებმა შეტევის წარუმატებელი მცდელობა განახორციელეს ბოგდანოვკას ჩრდილოეთით, ასევე კლეშჩიევკას ჩრდილოეთით და სამხრეთით. თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების შეტევა ქალაქ მარინკას მახლობლად.

„შახტიორსკის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას სოფელ უროჟაინოეს მიდამოში, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს", - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 32 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა