ენტონი ბლინკენი - მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას - რუსეთმა თავისი სასტიკი ომი ახლავე უნდა დაასრულოს

მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიდევ ერთ სარაკეტო თავდასხმას, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩერნიგოვის ცენტრზე რუსების მიერ გუშინ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„ჩვენი გულები დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა თავისი სასტიკი ომი ახლავე უნდა დაასრულოს", - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ჩერნიგოვის ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 148 ადამიანი დაშავდა, 7 კი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 6 წლის გოგონაა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა