ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქში" წერს, რომ ვიზიტი უკრაინისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის თემას მიეძღვნება.

„როგორც ყოველთვის, გველოდება არსებითი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან. მთავარი საკითხია F-16-ები უკრაინისთვის, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან დავიცვათ. ჩვენ გავძლიერდებით. ასევე, დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტი, მშვიდობის ფორმულა, რომელიც ტერორისტულ სახელმწიფოს პასუხს აგებინებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებმა და დანიამ რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე შეერთებული შტატებისგან თანხმობა მიიღეს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა