უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.
როგორც ზელენსკიმ დანიაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინა მზად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე რუსეთის ბელგოროდი გაცვალოს.
"ტერიტორიის გაცვლა? მზად ვართ ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენს წევრობაზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.