ჯოზეფ ბორელი - მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ თავდასხმას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმას მხდალ ქმედებად აფასებს.

"მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ და მიზანმიმართულ თავდასხმას, რომლის სამიზნე უნივერსიტეტი და თეატრი იყო და რომლის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და ბევრი დაშავდა. ახლა, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან", - აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაღუპა 7 და დაშავდა 156 ადამიანი.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა