უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებსა და რუსებს შორის ფრონტზე 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სინკოვკას მახლობლად წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. ბახმუტის მიმართულებით კი დონეცკის ოლქის კურდიუმოვკას მახლობლად წინსვლას ცდილობდნენ.

"აღსანიშნავია, რომ თავდასხმები წარმატებული არ ყოფილა", - აცხადებენ გენშტაბში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების შეკავებას მარინკას რაიონში.

"ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით უტევენ", - აცხადებენ გენშტაბში.უწყების ცნობით, იქ უკრაინელი მებრძოლები მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან და კონტრშეტევას ახორციელებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები