რუსეთის თავდაცვის უწყება - საჰაერო ძალებმა მოსკოვის ოლქზე დრონით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში დრონით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„21 აგვისტოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 06:50 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით. საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, დრონი, რომელმაც კონტროლი დაკარგა, პოკროვსკოეს დასახლების მიდამოში ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დააწესა. აეროპორტში აცხადებენ, რომ დროებითი შეზღუდვები აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უსაფრთხოების მიზნით დაწესდა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა