Human Rights Watch-ის ანგარიში - საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა ასობით მიგრანტი მოკლეს

საუდის არაბეთის მესაზღვრეებს ასობით მიგრანტის მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, მესაზღვრეებმა ასობით ადამიანი დახვრიტეს, მათ შორის ბევრი ეთიოპიელი, რომლებიც ომის შედეგად განადგურებულ იემენს კვეთენ იმისთვის, რომ საუდის არაბეთში მოხვდნენ.

საუდის არაბეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბრალდებებს სერიოზულად უყურებენ, მაგრამ კატეგორიულად უარყოფენ შეფასებას, რომ მკვლელობები სისტემატური ხასიათის ან ფართომასშტაბიანი იყო.

„მოწოდებული შეზღუდული ინფორმაციის საფუძველზე, სამეფოს ხელისუფლების ორგანოებს არ აღმოუჩენიათ რაიმე ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც ბრალდებებს დაადასტურებდა ან დაასაბუთებდა“, - აცხადებენ საუდის არაბეთის მთავრობაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს