თურქეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, - ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო გაზსადენებისა და ნავთობსადენების კომპანია BOTAŞ-ი ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს მომავალი წლიდან თურქეთიდან უნგრეთში ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყებას.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ექსპორტს მილსადენების საშუალებით ევროპულ ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება.
„BOTAŞ-მა და უნგრულმა სახელმწიფო კომპანიამ MVM CEEnergy-მა გააფორმეს ბუნებრივი გაზის ექსპორტის შესახებ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად და ბუნებრივი გაზის სფეროში საკვანძო როლის ხედვის რეალიზებით“, - აცხადებენ კომპანია BOTAŞ-ში.
შეთანხმებას კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა თურქეთის დელეგაციის უნგრეთში ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი.