მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობამ გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

21 აგვისტოს ქართველი გენერლის, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი გენერლის ხსოვნის პატივსაცემად მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, მათ ეროვნულ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ქართველი გენერლის ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

„ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 2021 წელს გადმოასვენეს და მშობლიურ მიწას 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს მიაბარეს. გენერალი გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს