უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი - საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება. აღნიშნული განცხადება იგნატმა „რადიო სვობოდას“ ეთერში გააკეთა.

"უკრაინის საჰაერო ძალების ხედვით, რომელიც გადაიარაღებასაც გულისხმობს, ლაპარაკია 128 ასეთ გამანადგურებელზე, რაც საკმარისი იქნებოდა ტექნიკის მოძველებული პარკის შეცვლისთვის და გადანაწილებისთვის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს, დაახლოებით, 4 საავიაციო ბრიგადაა", - ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თქმით, უკრაინას ასევე სასწავლო თვითმფრინავები და სატრანსპორტო ავიაცია სჭირდება.

„F16-ის ტიპის მრავალმიზნობრივ გამანადგურებლებს დარტყმის განხორციელება ხმელეთზე, ზღვაში და ჰაერში შეუძლია, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებსა და თვითმფრინავებზე“, - დასძინა მან.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის