The Gardian - ახალი გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპი უახლოეს კონკურენტს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტის 23%-ით უსწრებს

The Gardian-ის ინფორმაციით, ახალი გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ლიდერობა ჯორჯიას შტატში მის მიმართ ახალი ბრალდებების წაყენების შემდეგ გაიზარდა. კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპი უახლოეს კონკურენტს, ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტის 23%-ით უსწრებს.

„გამოკითხვა The Des Moines Register-ის, NBC News-ის და Mediacom-ის მიერ ჩატარდა და ის აჩვენებს, რომ ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპის მიმართ ახალი ბრალდებების წაყენების შემდეგ, მისი უპირატესობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად პრეზიდენტობის მსურველ ტრამპს „რესპუბლიკელების“ 42% უჭერს მხარს, დესანტის - 19%, ხოლო მესამე ადგილს 9%-ით სამხრეთ კაროლინას სენატორი, ტომ სკოტი იკავებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა