ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა. განცხადებას Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ვაგრძელებთ საბერძნეთში ვიზიტით. საბერძნეთის პრეზიდენტთან, კატარინა საკელაროპულოსთან, პრემიერ-მინისტრთან, კირაიკოს მიცოტაკისთან და ბერძნული დელეგაციის სხვა წევრებთან გველის შეხვედრა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღის წესრიგშია ყველაფერი ის, რაც ევროპულ საერთო სახლში ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვისთვის შეიძლება გაკეთდეს.

ასევე ვიზიტის ფარგლებში უკრაინა-ბალკანეთის სამიტი ჩატარდება, კერძოდ საერთო შეხვედრა ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან, სადაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, თავდაცვითი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე ის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება