ვოლოდიმირ ზელენსკი - საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელ პილოტებს მოამზადებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება.

"დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე ჩვენ პილოტებს მოამზადებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე საბერძნეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა, უკრაინის თავისუფლებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მზადყოფნისთვის.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა