მოსკოვის "ვნუკოვოსა" და "დომოდედოვოს" აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

მოსკოვის "ვნუკოვოსა" და "დომოდედოვოს" აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დაწესდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი ავიარეისი გადაიდო, ზოგი - გაუქმდა, რამდენიმე რეისისთვის ჩამოსვლისა და გამგზავრების ტერმინალი შეიცვალა, ნაწილი კი - "შერემეტევოსკენ" გადაამისამართეს.

რუსულ საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს "დომოდედოვოს" აეროპორტში განუცხადეს, რომ დროებითი შეზღუდვები უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველსაყოფად დაწესდა და ამჟამად აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვსა და ბრიანსკის ოლქებში "კიევის რეჟიმის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმების მცდელობა აღიკვეთა" და განადგურებულია 4 დრონი.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა