პენტაგონი - აშშ მზადაა, უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე წვრთნაში ჩაერთოს, მაგრამ არსებობს პირობა

აშშ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი მფრინავების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნებში, თუ იმაზე მეტი მფრინავის მომზადება იქნება საჭირო, ვიდრე ევროპელებს შეუძლიათ მოამზადონ, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

„აშშ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი მფრინავების წვრთნაში, თუ მათი რიცხვი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ მოამზადონ. ეს არის პირობა. თუ დანია და ნიდერლანდები უხელმძღვანელებენ წვრთნებს და მათ უბრალოდ არ ექნებათ შესაძლებლობა მოამზადონ იმდენი მფრინავი, რამდენის გაგზავნასაც უკრაინა აპირებს, მაშინ ჩვენ დავეხმარებით", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მფრინავების საერთო რაოდენობას, რომლებსაც წვრთნები დასჭირდებათ, უკრაინელები დაადგენენ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის