სერგეი ლავროვი სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა, სადაც BRICS-ის ქვეყნების სამიტი ჩატარდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იოჰანესბურგში ჩავიდა, სადაც 22-24 აგვისტოს BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) სამიტი ჩატარდება.

რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგის ძირითადი თემები ორგანიზაციის გაფართოებისა და ანგარიშსწორებაში ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა იქნება.

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, BRICS-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 23 ქვეყანამ შეიტანა, რამდენიმე სახელმწიფომ კი არაოფიციალურ დონეზე ამ საკითხში თავისი დაინტერესება გამოხატა.

„სულ სამიტზე გლობალური სამხრეთისა და აფრიკის 67 ქვეყნის წარმომადგენლობა არის მოწვეული“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საერთაშორისო სისხლის სასამართლოს დაკავების ორდერი არის გაცემული. ამ მიზეზის გამო, რუსეთის პრეზიდენტი სამიტის მუშაობაში მხოლოდ ვიდეოფორმატში მიიღებს მონაწილეობას.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა