აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ს საბრძოლო ვერტმფრენების მიყიდვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის AH-64E Apache-ს ტიპის 96 ერთეული ვერტმფრენის მიყიდვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

„თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ჩემი შეთანხმების თანახმად, პროცედურების დასრულებამდე და შეძენილი ვერტმფრენების პოლონეთისთვის მიწოდებამდე, აშშ-ს არმია საკუთარი რესურსებიდან გადმოგვცემს ვერტმფრენებს“, - დასძინა ბლაშჩაკმა.

აშშ-ის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) თავის განცხადებაში დაწვრილებით აღნიშნა, რომ ვერტმფრენებთან ერთად ხელშეკრულება ითვალისწინებს, რამდენიმე ტიპის რადარის, 210 ძრავის, პილოტებისთვის ღამის ხედვის მოწყობილობების, ასევე AGM-114R2 Hellfire, JAGM-ის, Stinger-ის რაკეტების მიწოდებას. პაკეტის ჯამური ღირებულება 12 მილიარდი დოლარია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის