ლევან ხაბეიშვილი - იმ პირობებში, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია, თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი არის ანეკდოტი - მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა

იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია, თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი არის ანეკდოტი - მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაშია ჩართულია.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში მთავარი ფაქტორი იქნება.

„იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ასი ათასობით ხმას რომ აძლევს საქართველოს მოქალაქე, იყოს ციხეში და ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე, ეს არის ანეკდოტი. ამას არ დაიჯერებს არავინ, ამიტომ ამ უახლოეს პერიოდში ორი მნიშვნელოვანი რამ არის გადასაწყვეტი. პირველი - პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, მას უნდა შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა, რამდენად მისცემს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას, მეორე საკითხია. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ვილაპარაკოთ არჩევნების თავისუფლებაზე და გამჭვირვალობაზე. რაც შეეხება მოქალაქეობას, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გამოიყვანა მართლა უკუნი სიბნელიდან და ჭაობიდან. ეს ჩვენ თაობას ყველაზე კარგად უგრძვნია, უნახავს და შეხებია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტექნიკური სახის მანიპულაციებს მხოლოდ „რუსული პარტია“ მიმართავს და სავარაუდოდ, შესაძლოა გამოიყენონ კიდეც, მათ შორის, პარტიის წინააღმდეგ. მე ამას არ გამოვრიცხავ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო