უკრაინელებმა რაბოტინოში შეაღწიეს, მიმდინარეობს უკრაინელების ევაკუაცია

უკრაინის თავდაცვის ძალები სოფელ რაბოტინოდან მოსახლეობას ევაკუაციას ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რაბოტინოში ბრძოლით შეაღწიეს და საპასუხოდ რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ სოფელს.

„47-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა, რომლებმაც სოფელ რაბოტინოში შეაღწიეს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ“, - აღნიშნა მალიარმა.

მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლები დაგეგმილ საბრძოლო სამუშაოებს აწარმოებენ და მტერს ანადგურებენ.

„საპასუხოდ, რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ რაბოტინოს არტილერიით. ბრძოლა გრძელდება“, - აღნიშნა მალიარმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება